четверг, 30 июня 2016 г.

პროექტი

   
 პროექტის სახელწოდება:გალაკტიონ ტაბიძე.
   

 2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებითმოსწავლეები გაეცნობიან  გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.  
    3.პროექტის აქტუალობა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ვიდეო და ფოტო  მასალა გალაკტიონის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან,სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ მოეწყობა ექსკურსია ჭყვიშში, დაათვალიერებენ გალალტიონის სახლ-მუზეუმს,გაეცნობიან გალაკტიონის წერილებს,  გადაღებულ ფოტოებს.
   4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,მოსწავლეები დაინტერესდებიან და ისწავლიან გალაკტიონის ლექსებს.
   5.მოსწავლეთა ასაკი:  VII-VIIi კლასები.      
   6ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.  
   7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნასმოსწავლეები გაეცნობიან ღრმად გალაკტიონის შემოქმედებას,მათმა შესაძლოა დაწერონ ჩანახატები, ესეები,გამოუშვან კედლის გაზეთი,მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,მასალის კომპიუტერულად დამუშავების,ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა,უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.     
   8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებიდამხმარე ლიტერატურის მოძიება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით,ექსკურსია,ფოტოების გადაღება მუზეუმში მოსწავლეების მიერ, მწერლის ფოტო-სურათების გამოფენა სკოლაშიელ.ვერსიის შედგენა
   9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):                                                              
           1. პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია.     
           2.ფოტო მასალების დამზადება და გაფორმება
           3.საორიენტაციო კითხვების შედგენა.
           4.პრეზენტაცია.   
           5.ექსკურსია.   
  10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  
            ლიტერატურაში-მოსწავლეს განუვითარდება საკომუნიკაციო უნარები:მოსმენა, წერა,კითხვა
            ხელოვნებაში-გალაკტიონის შემოქმედებიდან შეასრულებენ ნახატებს


            ისტ-ში-ისტ-ის გამოყენება საუკეთესო და საინტერესო საშუალებაა,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს,ატვირთავენ სურათებს ვებ-გალერეაში

Комментариев нет:

Отправить комментарий