პროექტის სახელწოდება:გალაკტიონ ტაბიძე.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ვიდეო და ფოტო მასალა გალაკტიონის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან,სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ მოეწყობა ექსკურსია ჭყვიშში, დაათვალიერებენ გალალტიონის სახლ-მუზეუმს,გაეცნობიან გალაკტიონის წერილებს, გადაღებულ ფოტოებს.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,მოსწავლეები დაინტერესდებიან და ისწავლიან გალაკტიონის ლექსებს.
5.მოსწავლეთა ასაკი: VII-VIIi კლასები.
6ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ღრმად გალაკტიონის შემოქმედებას,მათმა შესაძლოა დაწერონ ჩანახატები, ესეები,გამოუშვან კედლის გაზეთი,მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,მასალის კომპიუტერულად დამუშავების,ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა,უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით,ექსკურსია,ფოტოების გადაღება მუზეუმში მოსწავლეების მიერ, მწერლის ფოტო-სურათების გამოფენა სკოლაში, ელ.ვერსიის შედგენა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1. პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია.
2.ფოტო მასალების დამზადება და გაფორმება.
3.საორიენტაციო კითხვების შედგენა.
4.პრეზენტაცია.
5.ექსკურსია.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურაში-მოსწავლეს განუვითარდება საკომუნიკაციო უნარები:მოსმენა, წერა,კითხვა.
ხელოვნებაში-გალაკტიონის შემოქმედებიდან შეასრულებენ ნახატებს.
ისტ-ში-ისტ-ის გამოყენება საუკეთესო და საინტერესო საშუალებაა,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს,ატვირთავენ სურათებს ვებ-გალერეაში
Комментариев нет:
Отправить комментарий