გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილს მთავარი თემა
|
გალაქტიონ ტაბიძის ბიოგრაფია; ლექსი „ მამული „
|
სწავლების საფეხური
|
მე–6 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში სწავლობს 3 მოსწავლე.მათ შორის არ არის ინკლუზიური მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები დაინტერესდებიან გალაქტიონის ბიოგრაფიით. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტზე დაკვირვების უნარ- ჩვევები, განუვითარდებათ შემოქმედებითი და კვლევითი უნარი.
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
|
ქართ. VI. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VI. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
ქართ. VI. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში;აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ, რა იციან გალაქტიონის შესახებ, კიდევ რომელ ლექსს გაიხსენებენ.
მოსწავლეებს წინასწარ დაევალათ ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე;
მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე; განმავითარებელი შეფასება .
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო - ვ. როდონაიას ქართული ენა, მე-6 კლასი, კომპიუტერი, პროექტორი, მოსწავლეთა ნახატები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა -მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა)
მასწავლებელი მოსწავლეებს დაინტერესების მიზნით მოკლედ მოუთხრობს საინტერესო ეპიზოდებს გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან და მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ, რა იციან, რა წაუკითხავთ გალაქტიონის შესახებ. ბავშვები იხსენებენ წინა წლებში შესწავლილ ნაწარმოებებს, ინტერნეტში მოძიებულ მასალას,უფროსებისა და მასწავლებლების მონათხრობს -5 წუთი.
II ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
მასწავლებელი კლასს აცნობს მოსწავლეთა ნახატებს, რომლებიც წინასწარ მიეცათ დავალებად. ნახატების თემა, ,მასწავლებლის მითითების მიხედვით, გალაქტიონი და მისი ლექსების გმირები არიან.მოსწავლეები ათვალიერებენ ერთმანეთის ნახატებს და თავიანთ აზრს გამოთქვამენ - 5 წუთი.
მასწავლებელი კლასს წარუდგენს პრეზენტაციას - ,, გალაქტიონ ტაბიძის ბიოგრაფია’’, აცნობს ინტერნეტში წინასწარ მოძიებულ ფოტო და ვიდეომასალას; ასმენინებს გალაქტიონის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს, Google - დედამიწის საშუალებით ათვალიერებინებს გალაქტიონის მშობლიურ სოფელ ჭყვიშს და სახლ– მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს - 10 წუთი.
ბიოგრაფიაზე საუბრის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს წინა წლებში შესწავლილ გალაქტიონის ლექსებს და გააცნობს ახალ ლექსს ,,მამული“. იგი ერთ– ერთ მოსწავლეს სთხოვს, რომ მხატვრულად წაიკითხოს ეს ლექსი, შემდეგ კი კომპიუტერის საშუალებით მოასმენინებს გიორგი ხარაბაძის მიერ წაკითხულ ამავე ლექსს - 8 წუთი.
III ფაზა - გამთლიანება (რეფლექსია)
მასწავლებელი ორიოდე სიტყვით შეაჯამებს გაკვეთილს,მოისმენს მოსწავლეთა აზრს იმის შესახებ,თუ რა გაიგეს, რა მოეწონათ, კიდევ რის გაგებას ისურვებდნენ გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ და მისცემს საშინაო დავალებას:
2 წუთი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий